ნანუკა ჟორჟოლიანი: იძულებითი ტომოგრაფია უპრეცედენტო ცოცრობაა

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“ განცხადებას მიესალმება.

როგორც სოციალურ ქსელში ჟორჟოლიანი წერს, კანონის შეცვლა აუცილებელია.

„ყველა არჩევნების წინ, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებაზე და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირიქით აკეთებენ. ასე იყო „ნაციონალების“ დროს, ასე მოხდა ახლა. ასე მოხდება მანამ, სანამ არჩევნებამდე არ ვაიძულებთ შეცვალონ კანონი.

მარიხუანის მოწევის გამო, მაიმუნებს ზოოპარკში აღარ სვამენ გალიაში, ადამიანს ციხეში კი არა. ნუ, იძულებითი ტომოგრაფია, არის უპრეცედენტო ცოცრობა, რომელიც ისევ ამ ქვეყანაში მოხდა. შესაბამისად, მივესალმები „გირჩის“ აქციას“, – წერს ჟორჟოლიანი.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ საქართველოს მომავალ პარლამენტს მიმართავს, რომ მომავალ წლამდე ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა შეცვალოს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუ მომავალი პარლამენტი აღნიშნულ მოთხოვნას არ შეასრულებს, ისინი 2016 წლის 31 დეკემბრის ღამეს, 23:59 საათზე, „გირჩის“ ოფისში მარიხუანას პირდაპირ ეთერში დარგავენ.

Comments
Loading...