ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალურ მოძრაობას“: ქვეყანამ რა დააშავა, თორემ თქვენზე ახია
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის საშუალებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს.
„ნაციონალებს“ იცით როგორ დაემართათ? აი, კაცი რომ სოფელს აპანიკებს, მგელია, მგელიო და ბოლოს მართლა რომ მოვა, სოფელი რომ არ დაუჯერებს და შეჭამს.
იმდენი ეძახეს ყველას რუსეთის აგენტები არიანო, შერჩათ ქართველი ჯარისკაცის შესახებ ინფორმაციის გადამცემი და „გაზპრომის“ მოწილე მთავრობა. ქვეყანამ რა დააშავა, თორემ თქვენზე ახია“, – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.