ნანუკა ჟორჟოლიანი: – “თუ ამ ინსტრუქციას შეასრულებთ, წლის ბოლომდე ბარაქას ოჯახში აუცილებლად იგრძნობთ”…
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას რჩევას აძლევს, თუ როგორ გამდიდრდეს 2017 წელს:
“თუ გინდათ მამლის წელიწადში გამდიდრდეთ, ყოველ დღე, 10 წუთი აბაზანაში უნდა გაატაროთ. წყალი ცხელი უნდა იყოს და თავზე შამპუნი ორჯერ წაისვათ. თუ ამ ინსტრუქციას შეასრულებთ, წლის ბოლომდე ბარაქას ოჯახში აუცილებლად იგრძნობთ. ასევე, აუცილებელია ეს ამბავი გააგებინოთ ნაცნობებს, მეზობლებს, ახლობლებს. რაც უფრო ბევრს ეტყვით, მით უფრო მეტი იქნება შემოსავალი”. – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
კომენტარები სოციალურ ქსელში:
-“ანუ ხალხო, დაიბანეთო?”
-“იქნებ ამ მეთოდით მაინც ვაიძულოთ ერს წყლოვანი პროცედურების მიღება” :)))))
-“თავზე შამპუნს თუ იღლიების გამობანას დაამატებს ჩვენი მამალი განსაკუთრებით ზაფხულში სანამ ტაძრის დანახვაზე მარშუტკაში პირჯვრის გადასაწერად ხელს აიქნევენ, ავშენდით”
-“კბილების გამოხეხვაზე ყოფილა ბონუსების სისტემა”
-“თქვენ ამაყობთ იმ ზოგ-ზოგიერთი დაუბანელი ადამიანით რომლებიც უქმნიან მაღალ რეიტინგს თქვენს გადაცემას, როგორც ასეთი ადამიანებს რომლებსაც აწუხებთ ჭარბი წონა აქვთ ხშირი ოფლიანობა, დილით შხაპს რომ მიიღებენ საღამოს უკვე მათ გვერდით ვერ დადგება ადამიანი ეს ბუნებრივი ნაკლია რის გამოც ადამიანებს არ უნდა მივაყენოთ მორალური შეურაცხყოფა”.
-“ბრწყინვალე იდეაა! აუცილებლად დაამატეთ იღლიაში სასიამოვნო დეოდორანტის მაგ. იაფი «ჟილეტეს კლინიქალ» ყველა ვარრიანტი მისაღებია და სიუხვე იჩქეფებს უფრო მეტტად, თუ წინდებში სულაც უიაფეს «ჯონსონ&ჯონსონის» ბავშვების პუდრას ჩაყრრიან ხოლმე”…
-წერენ ფეისბუკის მომხმარებლები სოციალურ ქსელში.