ნაპატიებელიც გაქვთ და პატივშიც გყავთ ნაცები ჩემო კარგებო- შორენა თეთრაული

სოციალური ქსელის მომხმარებელი ქ-ნი შორენა თეთრაული თავის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც  საინფორმაციო სააგენტო ემპრესი  უცვლელად გთავაზობთ.
shoka
“ვკითხულობ გოგა ხაინდრავას ფილმის ,,ჰეროკრატიის,, დახურული ჩვენების მაყურებლების აღშფოთებულ კომენტარებს და მწარედ მეცინება.ჯერ არ მესმის რას ქვია დახურული ჩვენება და ვინ იყვნენ ეს პრივილეგილებული მაყურებლები.მთავრი კი ის არის,ისეთი მუქარებით გამოვიდნენ და დაქადნებით ნაცების მიმართ,რომ აღარავინ მისცემს მათ ხმას და ვეღარ მოვლენ პარლამენტში,რომ არ აპატიებენ იმას რაც ჩაიდინეს.ეტყობა ხალხს არა მარტო მახსოვრობის,არამედ მხედველობის პრობლემაც აქვს. ნაპატიებელიც გაქვთ და პატივშიც გყავთ ნაცები ჩემო კარგებო.თქვენ მაშინ აპატიეთ როდესაც მურუსიძე მსხვერპლად წარმოგიდგინეს და გადაყლაპეთ.თქვენ მაშინ აპატიეთ ნაცებს როდესაც კოხაბიტაცია მოგახვიეს თავზე და ხმა არ ამოიღეთ,სხვა ქვეყნებს გადააბრალეთ,რათა თქვენი რჩეულებისთვის მოგეხსნათ პასუხისმგებლობა.თქვენ ეხლაც აპატიეთ როდესაც ნაცებით გაავსეს ქართული ოცნება და მაჟორიტარ დეპუტატებად დაგისახელეს და ხმა არ ამიღეთ.გევრდზე გიზით ნაცდეპუტატები და ხმას არ იღებთ.თქვენ ყოველთვის ცდილობდით გაგემართლებინათ მთავრობის უნიათობა ნაცებთან მიმართებაში და ამით ხელს უწყობდით მათ გაცოცხლებას.ბევრი სკამების მოლოდინში იყავით გაჩუმებული და მოვლენებს აკვირდებოდით,რომელიც ასევე დანაშაულის ტოლფასია.ტქვენ თვალებში უყურებდით შვილმკვდარ მშობლებს,დაზარალებულ ოჯახებს და მაინც ამართლებდით თქვენს ფავორიტებს ხელსუფლებაში,იმიტომ რომ ეს თქვენს ოჯახის წევრებს არ შეხებიათ,ან ისე არა როგორც სხვებს .თქვენ თვითონ თუ გჯერავთ რასაც ამბობთ? მე არა და ვერც დავიჯერებ.მე ფაქტებს ვუყურებ და ამით ვსჯი რა ხდება და რა იქნება და არა იმ ემოციებით რომლითაც ხმა მივეცი ოცნებას.ამ ფილმის ყურებით კი არც არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.პირიქით,კიდევ 4 წლით გაუხანგრძლივებთ ოცნებაში პატივით მიღებულ ნაცებს სკამებს და კიდევ 4 წელი მოგვიწევს ქვეყნის ნგრევის ყურება ნაცქოცებთან ერთად.” – აცხადებს თეთრაული 
Comments
Loading...