ნარინჯისფერ კვირეულს აფხაზეთის ა/რ მთავრობა შეუერთდა

თქვი არა! ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია მესამე დღეა საქართველოში მიმდინარეობს. აქციამ უპრეცედენტო სახე მიიღო, რადგანაც მასში ყველანაირი პროფესიის, აღმსარებლობისა და ეროვნების მქონე მოქალაქეები ჩაერთვნენ.

ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობა შეუერთდა. მთავრობის წევრებმა ნარინჯისფერი მაისურებითა და გულსაბნევებით დაგმეს ქალთა მიმართ ძალადობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის განცხადებით,”ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებული საზოგადოება, იმედის მომცემია იმ ქალებისთვის, რომლებიც 21-ე საუკუნეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან. აქედან გამომდინარე ყოველი ჩვენთაგანის ჩართულობა მნიშვნელოვანია აქციაში – თქვი არა!”.

ნარინჯისფერი კვირეული გრძელდება და ყოველდღიურად უფრო მეტ, ძალადობის წინააღმდეგ განწყობილ ადამიანებს აერთიანებს.

12313875_1066535070058656_1102099475437102993_n (3)

Leave A Reply

Your email address will not be published.