ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ზაალ ლატარია გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება

უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარია, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაპატიმრებული 3 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ. აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას პროკურატურა 48 საათის განმავლობაში გეგმავს.

ამასტან, როგორც ლატარია აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ფაქტები გააყალბეს და ნარკოტიკული საშუალებები მას არ ეკუთვნოდა. ბრალდებული მის დაკავებას უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობას უკავშირებს. მისი და მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით ზაალ ლატარიას არაერთხელ უთხრეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრობით დაემუქრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზაალ ლატარიას პირადი ჩხრეკისას 12 გრამი გამომშრალი მარიხუანა და 2 გრამზე მეტი ე.წ. ბიო აღმოაჩნდა. საქმის მასალების მიხედვით მას ნარკოთრობა ექსპერტიზის შედეგადაც დაუდგინდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.