ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობს თავდებში ცნობილი სახეები უდგებიან

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობ ირაკლი რამიშვილს, გათავისუფლების სანაცვლოდ, თავდებში ცნობილი ადამიანები უდგებიან. საქალაქო სასამართლოში ამ მიზნით ნანული სარაჯიშვილი, ნატო მეტონიძე, ეკა ჩხეიძე, დათო ტურაშვილი, ლევან კოღუაშვილი და სხვა მსახიობები და რეჟისორები მივიდნენ. ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ბრალდებულს ღუდუშაურის კლინიკაში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო ამ ფაქტს გაითვალისწინებს. ირაკლი რამიშვილი მიმდინარე წლის ოქტომბერში დააკავეს. ახლობლების ინფორმაციით, მას ნარკოტიკი ჩაუდეს. შემდეგ კი, სააპელაციო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. გასაჩივრების საფუძველზე კი, რამიშვილი კვლავ დააკავეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.