“ნარკოპოლიტიკა შეიცვლება და ეს არ ეხება მხოლოდ კანაფს და მარიხუანას”

“მარიხუნას რაც შეეხება, ჩვენ ვთვლით, რომ, ის უნდა იყოს ლეგალური. მეტიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2017 წლისთვის არ არსებობს სხვა უფრო ეფექტური ფორმა, რომელმაც შეიძება საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრა მოახდინოს, დაასაქმოს ათობით ათასი ადამიანი”, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძემ მარიხუანას ლეგალიზაციაზე საუბრისას აღნიშნა.

“საბოლოო ჯამში, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ბრძოლა მაინც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება, ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შეიცვლება და ეს არ ეხება მხოლოდ კანაფს და მარიხუანას. ზოგადად, არცერთი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებს ამ ქვეყანაში არ უნდა სჯიდნენ არანაირი ფორმით. არც ციხით და არც სხვა რაიმეთი. ხოლო მარიხუნას რაც შეეხება, ჩვენ ვთვლით, რომ, ის უნდა იყოს ლეგალური. მეტიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2017 წლისთვის არ არსებობს სხვა უფრო ეფექტური ფორმა, რომელმაც შეიძება საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრა მოახდინოს, დაასაქმოს ათობით ათასი ადამიანი და მათ შორის, გააჩინოს შემოსავალი ბიუჯეტისთის”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღეს, “გირჩის” ოფისში შს სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ და ის ქოთნები დალუქეს, რომლებშიც 31 დეკემბერს “გირჩის” წარმომადგენლებმა მარიხუანა დათესეს. 

 

 

primetime.ge

Comments
Loading...