ნარკოტიკების რა და რა სახის ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზია არსებობს

დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად ნარკოტიკის ლეგალიზაციის სახეობები და მასთან ასოცირებული დეკრიმინალიზაცია ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ორი ტერმინი-ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია  ერთი და იმავე კონტექსტში გამოიყენება, ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა სპეციფიურ მიდგომას. ამ მიდგომების მთავარ მიზანს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისგან, შენახვისგან და შეძენისგან კრიმინალური პასუხისმგებლობის მოხსნა წარმოადგენს.

დეკრიმინალიზაციის ზუსტი დეფინიცია არ არსებობს , თუმცა აშშ-ის მოდელის მიხედვით, ყველა შტატს სხვადასხვა მიდგომა აქვს. მაგალითად, რიგ შტატებში შეძენა-შენახვა-მოხმარება ისევ კრიმინალურ ქმედებად ითვლება , მაგრამ პირველად მოხმარებაზე სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. დანარჩენ შტატებში კი ზემოხსენებული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულიდან ადმინისტრაციულ  დარღვევად გარდაიქმნა და მრავალჯერადი მოხმარების მიუხედავად, მხოლოდ ადმინისტრაციულ სახდელს და ჯარიმას ითვალისწინებს.

ლეგალიზაციის საკითხს  სისხლის სამართლის ექსპერტები სამ კატეგორიად  (მაქსიმალისტური, საშუალო და მინიმალისტური) განიხილავენ,  რადგან მათი მტკიცებით, ლეგალიზაციის უნივერსალური მოდელი არ არსებობს და ყველა ქვეყანა,  ყველა ქალაქი, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

მაქსიმალისტური ლეგალიზაციის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება- შენახვა  უნდა იყოს ნებადართული, როგორც არასრულწლოვანთა, ასევე ზრდასრულთათვის.

საშუალო ლეგალიზაციის დამცველთა მტკიცებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან უნდა განთავისუფლდნენ მხოლოდ ის სრულწლოვანი პირები, რომლებიც მრავალი სახის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მსუბუქისა და ძლიერის მომხმარებლები არიან, მაგრამ მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-მოხმარების უფლება ენიჭებათ .

მინიმალისტური ლეგალიზაციის მომხრეების განცხადებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის სწრულწლოვანი პირები, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას მხოლო სამედიცინო მიზნით.

ლეგალიზაციის არც ერთი ტიპი არ ნიშნავს სრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, ვინაიდან ბევრი სხვა ლეგალური პროდუქტი (ალკოჰოლი, თამბაქო, ა.შ.) ექვემდებარება კონტროლს, რაც იმას ნიშნავს, რომ პიროვნებებს როგორც ალკოჰოლის და თამბაქოს ხელოვნური დამზადებისა და გასაღების  უფლება არ აქვთ, ასევე არ ექნებათ  ნარკოტიკული საშუალებების დამზადება-გასაღების უფლება .  სახელმწიფო სამივე  ტიპის ლეგალიზაციის დროს იტოვებს უფლებას განახორციელოს კონტროლი ზემოხსენებულ მოქმედებზე.

როდესაც ვფიქრობთ, თუ რომელი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაცია შეიძლება იყოს მიზანშეწონილი საქართველოსთვის, აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ რა შედეგს მოიტანს აღნიშნული ნარკოპოლიტიკა.

ამ ერთი რთული კითხვის პასუხის გასაცემად, ჩვენ უნდა დავსვათ რიგი კითხვები რათა ავირჩიოთ საქართველოზე მორგებული ზუსტი ნარკოპოლიტიკის მოდელი.

მნიშნველოვანია, გავიაზროთ, ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მიღების შემთხვევაში, გაიზრდება თუ არა ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი შემთხვევები, რა გავლენა ექნება სახელმწიფოს ბიუჯეტზე და შეიცვლება თუ არა ცხოვრების ხარისხი.

აღსანიშნავია, აშშ-ის კოლორადოს შტატის მიერ შემუშავებული ახლად მიღებული ნარკოპოლიტიკის მოდელი და აღნიშნული პოლიტიკის გვერდითი მოვლენები.

კოლორადოს შტატში მარიხუანას ლეგალიზაციის მიზანს წარმოადგენდა არალეგალური ბიზნესის შემცირება და მარიხუანას ლეგალურად გასაღებით   მიღებული გადასახადებით შტატის ბიუჯეტის გაზრდა.

თუმცა, ზემოხსენებულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, რამდენიმე მკვეთრი პრობლემა წარმოშვა.

ვინაიდან კოლორადოში მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, დაფიქსირდა უამრავი შემთხვევა კანაფის კოლორადოს შტატიდან მეზობელი შტატებში არალეგალური გადინების. კოლორადოს გარშემო არსებულ შტატებში (ნებრასკა, ოკლაჰომა) მარიხუანას მოხმარება არალეგალურია. ამ შტატების ადგილობრივმა ხელისუფლებებმა შეშფოთება გამოთქვეს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და შედეგად, კოლორადოს შტატს დააკისრეს ფინანსური პასუხისმგებლობა საზღვრებზე არსებული კონტროლის ზომების გასაძლიერებლად, რაც მილიონობით დოლარი ჯდება. ეს კი  მარიხუანას  გასაღებით მიღებულ შემოსავალს აჭარბებს და შედეგად, კოლორადოს შტატს საზღვარზე შემოწმების გაძლიერება და კონტროლის ზომების გაზრდა უჭირს.

ამ მაგალითის გათვალისწინებით, დაისმის კითხვა:  რა შედეგი ექნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე,   ნარკოტიკული საშუალების- მარიხუანას საქართველოში განხორციელებულ დეკრიმინალიზაციას თუ ლეგალიზაციას? ცნობილია, რომ საქართველოს მოსაზღვრე არც ერთ ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები დეკრიმინალიზებული არ არის.

წყარო: postalioni.com

Comments
Loading...