ნარმანია – ბიუჯეტი კიდევ უფრო ეფექტურად უნდა მოხმარდეს თბილისს

დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მერიის სტრუქტურაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, იგეგმება ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ის ნაწილის გაერთიანება, შერწყმა, რათა არსებული რესურსები სწორად იქნეს მობილიზებული და გადანაწილებული – საქმიანობის ეფექტურობის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით.

„გასულმა წელმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ უკეთ გაგვეანალიზებინა და შეგვეფასებინა, თუ როგორი მმართველობა სჭირდება ქალაქს! დაგვესახა და შეგვემუშავებინა ის მთავარი პრინციპები და მიდგომა, რაც დედაქალაქის მთავრობას უფრო მეტად ეფექტურს გახდის! მაქსიმალურად უნდა იქნეს შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რათა მოხდეს ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია – დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ უფრო ეფექტურად მოხმარდეს თბილისს და თითოეული თბილისელის კეთილდღეობას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Comments
Loading...