ნარმანია გაზზე მომუშავე ავტობუსების შეძენას 2016 წლიდან გეგმავს

დავით ნარმანიას განცხადებით, ტენდერი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან,დედაქალაქისთვის ავტობუსების შეძენაზე გამოცხადდება, ითვალისწინებს გაზზე მომუშავე ავტობუსების შეძენას.

„ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჩაგვიტარა კვლევა, რომელიც, ერთი მხრივ, ადგილზე არსებული ვითარების მოკვლევას ისახავდა მიზნად, მეორე მხრივ, საერთაშორისო გამოცდილების კვლევას. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხო, აპრობირებული და გარემოზე ნაკლებ ზემოქმედების მქონე არის გაზზე მომუშავე ავტობუსები“, – განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება 2016 წელს იგეგმება.

Comments
Loading...