ნარმანია – ჯობს, ადგილზე გავიდნენ და სათითაოდ დაითვალონ დარგული ხეები

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს და მათ მოუწოდებს, დარგული ხეები ადგილზე დათვალონ.

ნარმანიას თქმით, 480 ათასი ხე ნამდვილად დაირგო.

„არითმეტიკას, ჯობს, გავიდნენ ადგილზე და სათითაოდ დაითვალონ დარგული ხეები. ნამდვილად 480 ათასი ხეა დარგული. არის შესაბამისი ტერიტორიები, სადაც ეს ხეები დაირგო“, – განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა ერთწლიანი საქმიანობის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ქალაქის სხვადასხვა ადგილებში ნახევარ მილიონამდე ხე დაირგო.

საკრებულოს ოპოზიცია ნარმანიას აღნიშნულ განცხადებას არ ეთანხმება.

Leave A Reply

Your email address will not be published.