ნარმანია: ვერეს ხეობაში ბიზნესცენტრები და საცხოვრებელი სახლები არ აშენდება

თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, ვერეს ხეობაში ბიზნესცენტრები და საცხოვრებელი სახლები არ აშენდება.

როგორც ნარმანია ამბობს, ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ნარმანია ვერეს ხეობის განვითარების ახალ და უკვე გამარჯვებულ გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყება.

თბილისის მერის განცხადებით, 2016 წელს გაიხსენება 13 ივნისის მემორიალური დაფაც.

წყარო: რუსთავი2

Leave A Reply

Your email address will not be published.