ნარმანიას მოადგილე სოლომონია მოხსნეს
პირველი რადიოს“ ინფორმაციით, თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი მოადგილე გიორგი სოლომონია გვიან ღამით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ოფიციალურად მერიაში ჯერ- ჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, სოლომონიას გათავისუფლების მიზეზი უსახლკაროთა თავშესაფართან დაკავშირებული საკითხები გახდა. სოლომონიას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. იმ პერიოდში, როდესაც მერიაში კორუფციულ სკანდალს ჰქონდა ადგილი