ნარმანიას მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერის დავით ნარმანიას მოადგილე გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულ პოსტს იგი 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა. გიორგი სოლომონია თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადასვლისთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა“, – აცხადებენ მერიაში.

Comments
Loading...