ნარმანიას სკანდალი- მერიამ პროკურორის შვილის პარიზში ცხოვრება დააფინანსა (დოკუმენტი )

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერის დავით ნარამნიას ხელმოწერილ სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროვებენ. დოკუმენტის თანახმად 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით თბილისის ისნის რაიონის პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს 5400 ლარი გამოეყო. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ამ თანხით მისი საფრნგეთში, ქალაქ პარიზში ცხოვრების და სწავლის ხარჯების ანაზღაურება მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახი მძიმე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. დოკუმნეტი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ გაასაჯაროვეს. მათი განცხადებით, მაშინ როცა თბილისში უამრავი სტატუსშეჩერებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტია, ნარმანიას ეს ქმედება დაუშვებელია და ადგილი აქვს და კანონის დარღვევას.
თბილისის მერიაში და პროკურატურაში გასაჯაროვებულ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

Comments
Loading...