NASA: ჩვენი გალაქტიკისკენ გაზის გიგანტური ღრუბელი მოემართება (ვიდეო)

NASA-მ ე.წ. სმიტის ღრუბლის ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. ასტრონომების განმარტებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ეს ღრუბელი უახლოესი 30 მილიონი წლის მანძილზე ჩვენს გალაქტიკას, ირმის ნახტომს შეეჯახება.

ღრუბლის მასა 2 მილიონი მზის მასას უდრის და წამში 310 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს.

ასტრონომთა თქმით, ეს პროცესი ჩვენი გალაქტიკისთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს, ირმის ნახტომში შემოსვლის შემდეგ, მისი გაზის ვრცელი მარაგები შეიკუმშება და მრავალი ახალი ვარსკვლავის დაბადებას განაპირობებს.

სმიტის ღრუბელი პირველად 1963 წელს ასტრონომმა გაილ სმიტმა აღმოაჩინა და წლების მანძილზე იგი ირმის ნახტომის გარშემო მაღალი სიჩქარით მოძრავ ერთ-ერთ რიგით ღრუბლად მიიჩნეოდა.

ღრუბლის წარმოშობის ორი თეორია არსებობს, პირველი: ეს ღრუბელი ერთ დროს თავად ირმის ნახტომს მოსწყდა სუპერნოვას აფეთქების გროვის შედეგად და მეორე-  სმიტის ღრუბელი გალაქტიკისგარე ობიექტია, რომელიც ირმის ნახტომმა დაიჭირა.

Comments
Loading...