NASA გვაფრთხილებს- დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო

მზეზე ამოფრქვევების შემდეგ, 3 ნოემბერს დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელიც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 29 ოქტომბერს მზის ქარიშხალის სიჩქარემ მკვეთრად იმატა და 600კმ/წამს მიაღწია. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ბოლო ხანებში მზეზე მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აფეთქებაა. სპეციალისტები მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ. ეს დღეები იმდენად მაგნიტური იქნება, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიც კი თავს შეუძლოდ იგრძნობენ.

მეცნიერები არასტაბილური მაგნიტური ველის გამო რადიაციული ფონის მატებას ნაკლებად ვარაუდობენ, თუმცა გარკვეულ საათებში ხარვეზებს ელოდებიან HF რადიო სიხშირეების გავრცელების მხრივ.
თავის გაფრთხილება მართებთ ინფარქტით და ინსულტით ავადმყოფ ადამიანებს, როგორც წესი ასეთ დროს იზრდება ავტო და სარკინიგზო ავარიების რაოდენობაც.

მზეზე მუდმივად ხდება ბირთვული აფეთქებები, მერე კი მზის გვირგვინიდან პლაზმა საპლანეტათაშორისო სივრცეში ამოიფრქვევა. სწორედ ამას უწოდებენ მზის ქარს. მზის ქარი აქტიურად მოძრაობს და როცა დედამიწას უახლოვდება, მისი სიჩქარე ძალიან მაღალია. რაც უფრო დიდია ამოფრქვევა, სიჩქარეც უფრო მეტია. საერთოდ, მზის ქარი რამდენიმე დღის შემდეგ აღწევს დედამიწას და აქტიურ ურთიერთქმედებას იწყებს დედამიწის მაგნიტურ სფეროსა და ატმოსფეროსთან. შესაძლებელია, ამ დროს მოხდეს “ძლიერი შეშფოთება”, რასაც ჩვენ მაგნიტურ ქარიშხალს ვეძახით.

მაგნიტურ ქარიშხალს ხშირად თავის ტკივილი, შაკიკი, გულისცემის გახშირება, უძილობა, წნევის ვარდნა და შრომისუნარიანობის დაქვეითება ახლავს. მან, შესაძლოა, წნევის ცვალებადობა, ტაქიკარდია და უძილობაც გამოიწვიოს. ექიმების რჩევით, ამ დროს უკეთესია მეტი დადებითი ემოცია მიიღოთ და ნაკლებად დაიტვირთოთ. მაგნიტური ქარიშხლის დღეებში სახლში ჩაკეტვას და უმოქმედობას აზრი არ აქვს, მაგრამ უნდა ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს და ნერვულ გადაძაბვას. არ არის სასურველი თვითმფრინავით ან მეტროთი მგზავრობა – ეს ეხება მათ, ვინც ამ მოვლენაზე უარყოფითად რეაგირებს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაგნიტურ ქარიშხალსა და მაგნიტურ დღეებს საერთოდ ვერც გრძნობენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.