ნათელაშვილი: დეზერტირების ბაზრობაზე ჩამქრალი თვალები და სევდიანი სახეები ვნახე
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან განაცხადა, რომ თუ ეს ხელისუფლება დარჩება ქვეყნის სათავეში, მაშინ მომდევნო წლები იქნება ნგრევისა და პოლიტიკური რუკიდან გაქრობის წელი.
“ივანიშვილისთვის, პრემიერმინისტრისთვის, კალაძისთვის, ქუმსიშვილისთვის, მთელი ამ ბანდისთვის მომავალი წელი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი. წლევანდელი წელიც იყო ძალიან ბარაქიანი. წინა წლებიც იყო შესანიშნავი. მილიარდები იშოვეს ჩვენს ხარჯზე, ჩვენი ეკონომიკიდან. ჩვენი ხალხისთვის არც მომავალი წელი და ღმერთმა ნუ ქნას თუ ესენი დარჩებიან, არც შემდგომი წლები, კარგი კი არ იქნება, ეს იქნება ნგრევის წელი და პოლიტიკური რუკიდან გაქრობის წელი.
თქვენ ნახეთ რა სახეები აქვთ ადამიანებს ახალი წლის წინ, გაღიმებულ სახეს ვეღარ ნახავთ, ჯერ ადრეც იყო ამის დეფიციტი ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში. მქონდა საშუალება დეზერტირების ბაზრობაზე გავსულიყავი და ჩამქრალი თვალები ვნახე, სევდიანი სახეები ვნახე, ახალგაზრდებზეც, ძველგაზრდებზეც. ყველას ცოდვაში ხელი, ფეხი აქვს და სინდისი, თუ ასეთი გააჩნია, ჩადგმული ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.