ნათელაშვილი: როგორც ჩანს, ივანიშვილის ხროვას დოქსოპულოსავით დედები არ ჰყავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ მიიტაცეს.

„სამწუხაროდ, ივანიშვილის ხროვას, როგორც ჩანს,  დოქსუპულოსავით დედები არ ჰყავს, ამიტომ მოგვილოცეს დღესასწაულები „რუსთავი 2“ -ის მიტაცებით. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ ტელეკომპანიას სასწორზე დგას საკითხი, ჩვენ მოვახდენთ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს თუ ივანიშვილი მოახდენს საქართველოს დემონტაჟს, ეს არის ჩვენი ისტორიული მოვალეობა.

მთელი საქართველო, თითოეული მისი მოქალაქე უნდა გადაიქცეს წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის სუბიექტად და ეს წინააღმდეგობა უნდა გადაიზარდოს მასობრივ საპროტესტო მოძრაობაში, რომლის შედეგადაც მთავრობა წავა სახლში ან ციხეში, ხოლო გლობალურად ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

Comments
Loading...