ნათელაშვილი სიკვდილით დასჯის გაუქმების წინააღმდეგ”ჩვენ აღვადგენთ სიკვდილით დასჯას” (ვიდეო)

თითქმის 20 წლის წინ, 1996 წლის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 1997 წლის 11 ნოემბერს კი, საქართველოს პრეზიდენტის სიკვდილით დასჯის გაუქმების ინიციატივას, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და სიკვდილით დასჯა გაუქმებულად გამოაცხადა.

2000 წლის 1 მაისს საქართველო შეუერთდა „ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“.

აღნიშნულის წინააღმდეგთაგანი, მაშინდელ საკანონმდებლო ორგანოში- ფრაქცია “ლეიბორისტი” და მისი თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გახლდათ. ნათელაშვილი აცხადებდა, რომ თუ მისი პარტია ხელისუფლებაში მოვიდოდა, ისინი სიკვდილით დასჯას აღადგენდნენ.

სიკვდილის დასჯის განაჩენი საქართველოში უკანასკნელად 1995 წელს აღსრულდა, როდესაც 7 მსჯავრდებული ერთდროულად დახვრიტეს.

წყარო

Comments
Loading...