ნატო ჩხეიძე „პატრიოტთა ალიანსისთვის“ საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე წინადადებით გამოდის, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი მიენიჭოს.

აღნიშნული იდეით ნატო ჩხეიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.

მისი თქმით, როდესაც სხდომა დაიწყო, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მას ოპოზიცია არ ესწრება.

„თქვენ ჩემი სახელი და გვარი ახსენეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფრაქცია გაერთიანებული არც უმრავლესობაშია და არც უმცირესობაშია, ფრაქცია პოლიტიკური სტატუსი არ აქვს. იქნებ, ამ ფრაქციას რაიმე პოლიტიკური სტატუსი ჰქონდეს. ვინაიდან, არასაპარლამენტო ოპოზიციის დეფინიცია არსებობს, ჩვენ საპარლამენტო ოპოზიცია დაგვერქვას“, – განაცხადა ჩხეიძემ.

ჩხეიძის საპასუხოდ, ბესელიამ აღნიშნა, რომ რეგლამენტის ტერმინები უნდა იქნეს გამოყენებული, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ კი, საპარლამენტო ოპოზიციაა.

Comments
Loading...