“ნატო-მ “მეფობა” მოისურვა, რამაც ევროპაში კრიზისი გაამწვავა”

დასავლეთის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სულელური და საზიანოა, ეს არ არის ყველაზე დიდი სირთულე რომელიც ამჟამად რუსეთს გადააქვს, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთს ყირიმის ოკუპაცია არ მოუხდენია. მისი მოსაზრებით, დასავლეთის სანქციები რუსეთის “შესაძლებლობების შეკავებისკენაა” მიმართული. ვლადიმერ პუტინის განცხადებით საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ნატო-ს შეეძლო, გაფართოებაზე უარი ეთქვა, თუმცა ალიანსმა “მეფობა” მოისურვა, რამაც ევროპაში კრიზისი გაამწვავა. პუტინის თქმით, მესამე ძალები რუსეთთან ბრძოლაში საერთაშორისო ტერორიზმს იყენებდნენ, “ანტისახელმწიფოებრივ” ძალებს კი, პოლიტიკურ, ფინანსურ და შეიარაღებულ მხარდაჭერას უწევდნენ. მისი თქმით, რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე უნდა დაეფიქსირებინა, რაც ნატოს აღზევებას ხელს შეუშლიდა. “მათ სურდათ მეფობა და ტახტზე ავიდნენ კიდეც. დღეს კი სახეზე გვაქვს კრიზისული სიტუაციები. ნატოს საერთოდ გაუქრა სურვილი, საერთაშორისო ნორმებსა და გაეროს წესდებას დაემორჩილოს. უფრო მეტიც, ისინი ამბობენ, რომ გაერო მოძველდა”-აცხადებს პუტინი.

Leave A Reply

Your email address will not be published.