ნატო-ს 29-ე წევრი მონტენეგრო ხდება

ნატო-ს 28 წევრმა ქვეყანამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, მონტენეგროს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

„ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი რატიფიცირებულია. მოკავშირეებსა და პარტნიორებს მადლობას ვუხდით“, – წერია განცხადებაში.

როგორც ცნობილია. მონტენეგრომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ნატო-ს 2009 წლის სამიტის დროს, მიიღო. ერთი წლის შემდეგ კი  მონტენეგროსა და ნატო-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. 2016 წელს ნატოსა და მონტენეგროს შორის მიმდინარე პროცესები ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდება.ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ აღნიშნული პროტოკოლის რატიფიცირების შემდეგ.

Comments
Loading...