ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო დატოვა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველო დატოვეს.

ნატო-ს დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, საქართველოს ელჩმა ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძემ და ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გააცილეს.

ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს გუშინ ეწვევა.

დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა, ხოლო დელეგაციაში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები შედიოდნენ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში რიგით მეოთხე იყო, რაც საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

Comments
Loading...