ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის წევრი ქვეყნების დროშები დაუშვეს

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, ალიანსის წევრი ქვეყნების ყველა დროშა, სოლიდარობისა და გლოვის ნიშნად დაშვებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
განცხადების თანახმად, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, პარიზში განხორციელებული ტერაქტები მკაცრად დაგმო.
“ტერორიზმთან ბრძოლაში ერთად ვდგავართ. ტერორიზმი დემოკრატიას ვერასდროს დაამარცხებს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა თავდასხმებზე დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

Leave A Reply

Your email address will not be published.