ნატო-ში გაწევრიანებას უმრავლესობა არ ემხრობა თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებმა დაინახეს, რომ ეს არარეალისტურია და არის აბსოლუტურად ყალბი მოლოდინები

– ” ვიდრე აქ მოვიდოდი ორ საინფორმაციო გამოშვებას ვუყურე დღეს, რომელ ნატო-ში შესვლაზე ვსაუბრობთ, ეს ქვეყნა და სახელმწიფოა საერთოდ?! ქვეყანა არის საფეოდალო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, სტრუქტურები არის ჩამოშლილი, სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ არის გათელილი. უშიშროების საბჭო, რომელიც კონსტიტუციური ორგანოა, ფეხქვეშ არის გათელილი, სადაც პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა არ არსებობს, სადაც პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ურთიერთობა არ არსებობს და ა.შ.,

ჯერ სახელმწიფო უნდა გახდე და მერე შეგიძლია ილაპარაკო, რომ რომელიმე ორგანიზაციის წევრი გახდები, ან არ გახდები. ჩვენ სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ და ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების განხორციელება არ ხდება, მათ შორის, არც ნატო-სთან, არც ევროკავშირთან მიმართებაში.

ახლა გვითხრეს, რომ ნატო-ში ერთი კალათიდან მეორეში გადაგვდეს და ეს უნდა გვიხაროდეს. ეს კომუნიკე თურმე ჩვენთვის ძალიან კარგი ყოფილა. მონტენეგროს მიღება ჩვენთვის გადასარევი ყოფილა და ახლა უნდა ვიოცნებოთ, მონტენეგროს მივბაძოთ და მონტენეგრომ რაღაცა გვასწავლოს.

ნატო-ში გაწევრიანებას უმრავლესობა არ ემხრობა თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებმა დაინახეს, რომ ეს არარეალისტურია და არის აბსოლუტურად ყალბი მოლოდინები”, –

– განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.