ნატო თურქეთის დაცვაზე უარს აცხადებს?!

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისიტრის, ჟან ასსელბორნის განცხადებით, ნატო მოკავშირეს მხარს მხოლოდ პირდაპირი თავდასმის შემთხვევაში უჭერს. ამასთანავე მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების სოლიდარულ აზრს გამოხატავს.

ნატოში განაცხადეს, რომ თურქეთი რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში ალიანსის მხრიდან უპირობო მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს . აღნიშნულ ინფორმაციას გამომცემლობა „Der Spiegel“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები 2015 წელს მკვეთრად დაიძაბა, მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა, რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

Comments
Loading...