ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ბათუმში შევიდა

ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ბათუმში შევიდა. სამხედრო-საზღვაო შენაერთი ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშით მცურავი 4 ხომალდით არის დაკომპლექტებული.

ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას.

ხვალ კი ბათუმში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრადმირალი ჯორჯო ლაციო, ჩამოვა.

Comments
Loading...