პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოსკოვში გამართული შეხვედრების შესახებ განმარტება თავად უნდა გააკეთოს.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ის “ნაციონალების” და “ოცნებისგან” განსხვავებით, მინისტრებს არ „ემესიჯება“.
მისი თქმით, კახა კალაძისგან შეტყობინება არ მიუიღია, რუსეთში როდის გაემგზავრება და “გაზპრომთან” რა მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“ნაციონალები” და “ოცნება” ერთმანეთს „ემესიჯებიან“ და ჭღურტულებენ. ენერგეტიკის მინისტრმა თავად უნდა განმარტოს, რა შეხვედრა გაიმართა”, – განაცხადა ინაშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 13-14 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
წყარო: თაიმერი