“ნაციონალურ” ჯოჯოხეთს ერთი მაშხალაღა აკლდა და ისიც გამოჩნდა!

“ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი, ჯოზეფ დოული არჩევნების მეორე ტურში “ნაცმოძრაობას” მხარს უჭერს:

“ძლიერი დემოკრატიული ოპოზიცია აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. საქმე ეხება პლურალიზმს საქართველოში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებელია მისი ამომრჩეველის და საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე, რათა იყოს ძლიერი ოპოზიცია და გააკონტროლოს მთავრობა, განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა. ჩვენ მხარს ვუჭერთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით, და ამ პარტიის გვერდით ვდგავართ კანონის უზენაესობის დაცვაში, მედიის პლურალიზმისთვის ბრძოლაში და მის ძალისხმევაში, ებრძოლოს კორუფციას საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებას პარტიის ყველა კანდიდატს”.

 

“ექსპრესინფო”: აი, “ნაციონალურ” ჯოჯოხეთს კიდევ ერთი მაშხალა აკლდა და ისიც გამოჩნდა. როდესაც ევროპელი ე.წ. პოლიტიკოსი ასე ცალმხრივად უჭერს მხარს ერთ პარტიას, ეს უკვე საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ჰგავს!

Comments
Loading...