ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს

2016 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ დეპუტატები პლენარულ სხდომაზე. დოკუმენტი მთავრობამ პარლამენტის შენიშვნების განხილვის შემდეგ, უკვე დაუბრუნა საკანონმდებლო ორგანოს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აცხადებენ, ბიუჯეტის პროექტში დეპუტატების არც ერთი შენიშვნა არ არის გათვალისწინებული. უკვე ცნობილია, რომ პროექტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. „ფაქტი, რომ მთავრობამ არც კი გაითვალისწინა არც უმრავლესობის და არც უმცირესობის ცვლილებები, მიანიშნებს იმას, რომ მთავრობა არ აპირებს საერთოდ საუბარს ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე, არ აპირებს მოაგვაროს ეკონომიკური პრობლემა, რომელიც არის უმუშევრობა, ინფლაცია,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც აპროტესტებენ რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. რატომ არ უჭერენ მხარს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს, დეტალებზე კი დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

Comments
Loading...