„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ფრაქციას სავარაუდოდ, დღეს დაარეგისტრირებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ, ექვსკაციან ფრაქციას სავარაუდოდ, დღეს დაარეგისტრირებს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით, საკითხი ბიუროს სხდომაზე კომიტეტის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ განიხილება.
„საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გაეცნობა შემოსულ დოკუმენტაციას და თუ ის იქნება შესაბამისობაში რეგლამენტთან, რომელიც ფრაქციის შესაქმენლად აუცილებელია, კომიტეტი დასკვნას დადებს, რომელიც პარლამენტის ბიუროს წარედგინება და პარტიის რეგისტრაცია მოხდება“, – განაცხადა კახიანმა.
„ნაციონალური მორაობის“ წევრ თინათინ ბოკუჩავას განცხადებით კი, ახალ ფრაქციას რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს, ხოლო მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება.
„ეს ფრაქცია პარლამენტში იმ 500 ათასი ამომრჩევლის ხმა იქნება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში, საკანონმდებლო ინიციატივის სახით ყველა პრობლემას წარმოაჩენს, რომელიც ჩვენს ამომრჩევლებს აწუხებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ახალი ფრაქციის წევრები კობა ნაყოფია, თინათინ ბოკუჩავა, აზერ სულეიმანოვი და ნიკა მელია არიან. ფრაქციის თავმჯდომარე რომან გიცირიძე, ხოლო მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება.