„ნაციონალური მოძრაობა არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა,” – ირაკლი სესიაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელმაც წინასწარ იცის, რომ წაგებული აქვს ძალიან სერიოზულად,“ – ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებზე მასსა და დიმიტრი შაშკინს შორის დაპირისპირება მოხდა.

დეპუტატის განცხადებით, ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

„ისინი აქ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კი არ ჩამოვიდნენ, ჩამოვიდნენ პროვოკაციების მოსაწყობად. მერე როგორც ჩვევიათ ან იწუწუნონ სადღაც, ან თავი გაიმართლონ დამარცხების შემთხვევაში. რეალურად აბსოლუტური სიმშვიდეა, ადამიანები ქუჩაში ჩვეულებრივად მოძრაობენ. არავინ არ შედის უბანში, აბსოლუტური სიმშვიდეა,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და ისინი ზეწოლას ახდენდნენ ტერიტორიაზე მყოფ ამომრჩევლებზე.

Comments
Loading...