„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მეოთხე ფრაქციას ქმნის

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში რიგით მეოთხე ფრაქციას ქმნის.

როგორც „ინფო 9“-ს „ნაცმოძრაობის“ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, დამატებითი რესურსის გამოყოფის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა“ მეოთხე ფრაქციას ქმნის, რომლის თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი იქნება.

მაჭავარიანის თქმით, ფრაქციის წევრები აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, ნიკოლოზ ყიფშიძე, როლანდ ახალაია და შოთა მალაშხია იქნებიან.

დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს საპარლამენტო უმცირესობამ გასული წლის 28 დეკემბერს მიმართა, კომიტეტი კი, საკითხზე ხვალ იმსჯელებს.

Comments
Loading...