“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გარშემო განვითარებული პროცესების გამო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიმდინარე კვირას საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრება. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. საფრთხის ქვეშაა და იზღუდება სიტყვის თავისუფლება, რაზეც ნათლად მეტყველებს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. სწორედ აქედან გამომდინარე პარტიის წევრები გეგმავენ თვალი ადევნონ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
“საპარლამენტო უმცირესობა გეგმავს მიადევნოს თვალი და აქტიურად იყოს ჩართული სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2″-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში. აქვე ავღნიშნავთ, რომ რუსთავი 2-ის სასამრთლო პროცესები დანიშნულია მიმდინარე წლის 28 და 30 ოქტომბერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკური შეხედულების გამო უარს ვაცხადებთ მიმდინარე კვირის (26-30 ოქტომბრის) პლენარულ სხდომებზე და საკომიტეტო მოსმენებზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე”
, – ნათქვამია დავით ბაქრაძის განცხადებაში.

Comments
Loading...