„ნაციონალური მოძრაობა“ შემდეგ პარლამენტში ფრაქციის სახით საერთოდ აღარ იქნება წარმოდგენილი – კობახიძე

„საბოლოოდ დაგვირგვინდება ეს ყველაფერი 4 წლის თავზე. დღეს უკვე არის ეს პარტია მარგინალიზებული”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობა”.

როგორც მან „რადიო პალიტრას” განუცხადა, “ნაცმოძრაობა” არჩევნებამდე იყო სერიოზული რისკფაქტორი, რომელიც დღეს მთლიანად მოხსნილია.

„საბოლოოდ დაგვირგვინდება ეს ყველაფერი 4 წლის თავზე. დღეს უკვე არის ეს პარტია მარგინალიზებული. რესურსები მთლიანად აქვს შემცირებული. არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა” იყო სერიოზული რისკფაქტორი. ჩვენ ეს რისკფაქტორი მთლიანად მოვხსენით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ პარლამენტში ეს პოლიტიკური პარტია ფრაქციის სახით საერთოდ აღარ იქნება წარმოდგენილი. დღეს „ნაციონალური მოძრაობა” აღარ არის რისკფაქტორი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

Comments
Loading...