“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა სია რომლებიც “სოკარში” მაღალ თანამდებობებს იკავებენ!

„ნაცმოძრაობას“ სოკარის მონოპოლისტურ მდგომარეობაში ფინანსური დაინტერესება აქვს. „სოკარს“ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ შეუქმნა ხელოვნურად მონოპოლისტური მდგომარეობა და ეს შექმნა პირადი ფინანსური, კორუფციული მდგომარეობის გამო. ეს არის მათი წივილ-კივილის და აჟიოტაჟის საფუძველი დღეს. „ნაცმოძრაობა” ცდილობს არ შემცირდეს „სოკარის“ შემოსავლები, არ გაუჩნდეს კომპანიას კონკურენტი, რაც ფასებს შეამცირებს, რაც მის სეგმენტსაც შეამცირებს, შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ შემოსავლების წილიც იქნება შემცირებული“, – აღნიშნა ბაღათურიამ.

„ესენი არიან:
1. „საქორგგაზის“ დირექტორი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ვანო მერაბიშვილის ე.წ. „მოლარე“ ენერგეტიკების საკითხებში, ალექსანდრე ხეთაგური, რომელიც დღეს ძირითადი ოპერირების ხელმძღვანელია, რომლის მეშვეობითაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფულის გადაქაჩვა;
2. დავით ზუბიტაშვილი, რომელიც ასევე ენერგეტიკის მინისტრი იყო, ის არის შვილობილი კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორი;
3. ირაკლი ზუბიტაშვილი – „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ კორპორაციული ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
4. ნიკა ზუბიტაშვილი – „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეაბილატიცასა და კაპიტალური მშენებლობის სამსახურის უფროსი;
5. ვალერი ჩიტაიშვილი – „სოკარ ჯორჯია გაზის“ ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური სამსახურის უფროსი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გურიის გუბერნატრი იყო;
6.დიმიტრი ბოჭორიძე – „სოკარ ჯორჯია გაზის“ კახეთის სამსახურის უფროსი, რომელიც თავის დროზე თეკვის საკრებულოს თავმჯდომარე იყო“,
აღნიშნულ სიას ჯონდი ბარათურია ასაჯაროებს.

მისი განმარტებით, აღნიშნული ჩამონათვალი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „სოკარში“ დესანტირებული წარმომადგენლების არასრული შემადგენლობაა.

„ეს ბანდა მოქმედებს დღეს და მათ მიერ არის დაწესებული 250-300%-ით უფრო მაღალი ფასები ბენზინზე და ამ ბანდის მიერ არის სპეკულაციური ფასები გაზზე დაწესებული, რითაც მოსახლეობის გატყავება ხდება“, – განმარტა ჯონდი ბაღათურიამ.

წყარო

Comments
Loading...