“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს თენგიზ გუნავას ავტომანქანა საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა

მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით BB-878-DD, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს თენგიზ გუნავას ეკუთვნის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა.

როგორც ადგილობრივები smo news-თან საუბარში აცხადებენ, მათ არ იციან, თუ ვინ მართავდა აღნიშნულ ავტომანქანას, რადგან მძღოლი მომხდარი ავტოავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან კი რამდენიმე წუთში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი დავით აბულაძე გამოცხადდა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭესთან ის იჯდა.

საინფორმაციო სააგენტო smo news-თან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ.
“მიმართეთ პრესცენტრს. ავტომანქანა თენგიზ გუნავას ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია. ვინ მართავდა საჭეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ”, – აცხადებენ ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

“კვირას” ინფორმაციით, ავტომობილს თენგიზ გუნავა მართავდა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ავტოსაგზაო შემთხვევა თავად მას შეემთხვა.

წყარო: კვირა

Comments
Loading...