„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა სავარაუდოდ, ჩაიშლება

ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა შესაძლოა ჩაიშალოს. პარტიის ოფისის სათათბირო ოთახში, სადაც შეხვედრა უკვე დაწყებული უნდა იყოს, ჯერჯერობით, არავინ მისულა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობის გადარჩენა მხოლოდ ერთ ადამიანს – მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.

”ამ ერთიანობის გადარჩენა ერთი კაცის ხელშია. როგორც ჩანს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და სწორედ მისი პასუხისმგებლობა იქნება და არავისი სხვისი მოახერხებს თუ არა ”ნაციონალური მოძრაობა” ერთიანობის შენარჩუნებას , რადგან მე უკვე ვეღარ ვხედავ ადამიანთა იმ ჯგუფს გარდა მიხეილ სააკაშვილისა, ვინც შეძლებს პარტიის რღვევის შეჩერებას.

”ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობა მარტო ჩვენს ამომრჩეველს არ სჭირდება, ეს სჭირდება ქვეყანას, როგორც ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

თუ პოლიტსაბჭოს წევრების ნახევარი, მინიმუმ 30 წევრი, პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდება, ამ შემთხვევაში სხდომა აღარ გაიმართება.

Comments
Loading...