ნაციონალური მოძრაობის დაქირავებული 35 ლარიანი გამაუპატიურებლის-თემურ უბირიას ჩვენება

„ბუნკერის შუაში იდგა მაგიდა, რომელზედაც მუცლით ქვემოთ გადაწყვენილი იყო ჩემთვის უცნობი მამაკაცი. მას ხელები ჰქონდა დაბმული „სკოტჩით” და ფეხებიც „სკოტჩით” ჰქონდა მიკრული მაგიდის ფეხებზე. ნუკრი ლაგვილავამ, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა, მითხრა: გაიხადე ტანსაცმელი, მიდი ახლა და გააუპატიურეო. მე იძულებული გავხდი, ტანთ გამეხადა, მივუახლოვდი ჩემთვის უცნობ პირს, უკანა ტანიდან მივადე სასქესო ორგანო და გავაკეთე იმიტაცია, ვითომ ვამყარებდი სქესობრივ კავშირს. რეალურად არ შემიყვანია ჩემი სასქესო ორგანო მის სწორ ნაწლავში. მამაკაცებს ეჭვი შეეპარათ, რომ მე ვერ შევძელი სქესობრივი კავშირის დამყარება.
ამიტომ, ისევ მიბრძანეს ჩაცმა, რის შემდეგაც, სახეზე ჩამომაცვეს ნიღაბი, გამომიყვანეს გარეთ, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს ზუგდიდის ცენტრში. როგორც ხმით გავიგე, მანქანას მართავდა ნუკრი ლაგვილავა, ხოლო მის გვერდით იჯდა ირაკლი ახალაია. ზუგდიდის ცენტრში, მანქანიდან გადავიდა ირაკლი ახალაია და როცა დაბრუნდა, თქვა, რომ აფთიაქში იყსიდა წამალი „ვიაგრა”. ამის შემდეგ, გზაში დამალევინეს ერთი „ტაბლეტი”, როგორც მათგან ვიცი, „ვიაგრა” და დამაბრუნეს ბუნკერში, სადაც შემოვიდნენ ირაკლი ახალაია და ნუკრი ლაგვილავა. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა ნიღბიანმა მამაკაცმა (რომელიც არ ვიცი, ვინ იყო) კვლავ მიბრძანა, გაიხადე და დაამყარე სექსუალური კავშირიო.
მე დავემორჩილე, გავიხადე და ჩემი სასქესო ორგანო მივადე უკანა ტანიდან სწორ ნალავთან და კვლავ იმიტაცია გავაკეთე, ვითომ მასთან სქესობრივ კავშირს ვამყარებდი. ამის შემდეგ გადმოაბრუნეს გულაღმა და მითხრეს, რომ ზემოდან დავმჯდარიყავი და დამემყარებინა სქესობრივი კავშირი პირის ღრუში. მე დავაჯექი მამაკაცს გულმკერდზე, მათ წამოუწიეს მას თავი და ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ჩემთვის სქესობრივი კავშირის დამყარებაში მამაკაცის პირის ღრუში, რის შემდეგაც მე სასქესო ორგანოს ვადებდი მამაკაცს სახეზე და ტუჩებზე, თუმცა, ის გვიძალიანდეოდა და ვერ ვახერხებდი მის პირის ღრუში მოთავსებას…
ამის შემდეგ, ნიღბიანმა მამაკაცებმა ლაგვილავამ, ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა, შიშველი მამაკაცი მუცლით ქვევით გადააწვინეს რაღაც საგანზე, სავარაუდოდ, ხის მაგიდაზე. დაუბეს ფეხები და ხელები და დამიძახეს მე, რომ გამეუპატიურებინა უკანა ტანიდან დაბმული მამაკაცი. მე მივედი შიშველ მამაკაცთან უკანა მხრიდან და მასთან დავამყარე სქესობრივი კავშირი უკანა ტანიდან. ამ პროცესს იღებდა, თუ სწორად მახსოვს ან ლაგვილავა, ან წითური მამაკაცი ვიდეოკამერით. ჩემს საქმეს რომ მოვრჩი, ნუკრი ლაგვილავამ, ირაკლი ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა ჩამსვეს კვლავ მანქანაში და მიმიყვანეს სახლთან, სადაც ნუკრი ლაგვილავამ გადმომცა 35 ლარი.” – თემურ უბირია.

წყარო: “მარშალპრესი”

Leave A Reply

Your email address will not be published.