“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსი იქნება

“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იქნება.

“ტვ პირველი” და ინგა გრიგოლიას ახალი ამბები საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” სიის სავარაუდო პირველ ხუთეულზე ინფორმციას ავრცელებს. ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, სანდრა რულოვსი “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის ლიდერი იქნება. სიაში იქნებიან ადვოკატი ოთო კახიძე, სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარტიიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი. სავარაუდოდ სიაში იქნება ეროვნული ბანკის უკვე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

http://pirveliradio.ge

Comments
Loading...