“,,ნაციონალურმა მოძრაობამ” არაერთი კომპანია გადაუფორმა რუსულ კომპანიებს, არამგონია რამე ეთქმოდეს მათ”

“გაზპრომთან მოლაპარაკებები იქნება და ყოველთვის იყო,”- ამ განცხადებას ქართული ოცნების წევრი, ვიცესპიკერი მანანა კობახიძე აკეტებს და განმარტავს, რომ თუ აზერბაიჯანი უფრო მეტ გაზს და უფრო იაფად მიაწვდის ქვეყანას საქართველოსთვის ეს სასარგებლო იქნება. “თუ კი აზერბაიჯანი უფრო მეტ გაზს და უფრო იაფად მოგვაწვდის ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ესეთი მოლაპარაკებები იქნება და ყოველთვის იყო გაზპრომთან. “ნაციონალური მოძრაობა” საუბრობდა გაზპრომთან და არა ნაკლებად. ნაციონალურმა მოძრაობამ არაერთი კომპანია გადაუფორმა რუსულ კომპანიებს როგორც ომამდე ასე მის შემდეგ არამგონია რამე ეთქმოდეს მათ. ეს პოლიტიკური საკითხია და ამას საარჩევნო წელში ნაციონალური მოძრაობა იყენებს,” – აცხადება კობახიძე.

Comments
Loading...