“ნაცმოძრაობიდან” გამოყოფილი უგულავა-ბაქრაძის ჯგუფი ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ოფიციალურად გაიყო. ენმ-ის უკვე ყოფილმა წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნიან.

დავით ბაქრაძის განცხადებით, უთანხმობები დასრულდა და იწყება ახალი მომავლიშ შენება.
“თქვენ თვალს ადევნებთ ერთიან “ნაციონალურ მოძრაობაში” იმ კამათს და დისკუსიას, რომელმაც სრულიად მახინჯი ფორმა მიიღო. ასეთი უთანხმოებები არსებობდა ყოველთვის, მაგრამ არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით გამწვავდა. უთანხმოება იყო საკითხებზე, რომელიც ეხებოდა პარტიის ტაქტიკას, წარსულის შეფასებას, მართვას და რაც მთავარია, ეხებოდა პარტიის მომავალს – რა უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის მეთოდები და რა უნდა შევთაზოთ ჩვენს ამომრჩეველს”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ 20 იანვარს, ენმ-ში დაგეგმილი ყრილობა ემსახურება მხოლოდ პარტიის გახლეჩვას. 
დავდექით რეალობის წინაშე, როდესაც ხდება “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა, ხედავთ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ამ პარტიის იდეალებისთვის იბრძოდა და უკან არ დაუხევია. დღეს ხდება არა გუნდის გასვლა, არამედ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფა” – აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და თქვა, რომ მისთვის ეს უმძიმესი განცხადებაა.
უთანმხოებები არის წარსული და ვიწყებთ მომავლის შენებას. მინდა, წარმატება ვუსურვო იმ ადამიანებს, ვინც არიან ენმ-ის წევრები, რაიონული ორგამოზაციების თავმჯდომარეები. ჩვენ დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილთან ბრძოლაში” – განაცხადა ბაქრაძემ.

Comments
Loading...