ნაუმი გაფრინდაშვილი ე.წ “კორტების საქმეზე” მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს ეხმაურება

ე.წ კორტების საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები პროკურატურაში არიან დაბარებულნი, რომლებიც საქმის მოსამართლეს, ბადრი კოჭლამაზაშვილს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ
იხილეთ ლინკი

“თავისუფალი თაობის” წევრი ნაუმი გაფრინდაშვილი ამ ფაქტს ეხმურება და აცხადებს:

“ამ ცააძეს და ხვიტიას მგონი არ ასვენებს გამჩენი?! სანამ ცოცხლად არ ჩამოატყავენებ იმ დანაშაულისთვის რაც ჩაიდინეს:
2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩახოცეს ზურაბ ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი.
ეს ხვიტიები და ცააძეები დღემდე ცდილობენ, წყობიდან გამოიყვანონ ამ ორი ახალგაზრდის ოჯახის წევრები და მოსამართლეზე ვითომ და ბინძური გარიგების ბრალდებით ცდილობენ გაამართლონ ის ადამიანები, რომლებსაც არაერთხელ ხალხის წამებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ესეც არ იკმარეს და 2 ახალგაზრდა სიცოცხლეს გამოასალმეს.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ეს ყველაფერი და მკაცრად გაფრთხილებთ, შორს ხალხისგან თქვენი სისხლიანი ხელები იმ რეჟიმის მსგავსად რაც 2012 წელს ხალხმა დაასამარა”

Comments
Loading...