ნაუმი გაფრინდაშვილი ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით
ნაუმი გაფრინდაშვილი თავისუფალი თაობის წევრი ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით:
“ნინია კაკაბაძე გიორგი (გიო) მგელაძე რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი – გახსოვს? ვის ცოდვებზე და საერთოდ ადამიანობაზე ლაპარაკობ? მოკლედ შევახსენებ საზოგადოებას იმ ტრაგიკულ ისტორიას, რაც გიო მგელაძის ოჯახს გადახდა, ნინია კაკაბაძის უპასუხისმგებლო ქმედებით. ბათუმიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, საჭესთან ნინია კაკაბაძე იჯდა. ავარიის დროს თეონა გიოს მეუღლე დაიღუპა, გიო დაინვალიდდა, თეონას დედა ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა, ხოლო გიოს დედა თეონას პანაშვიდზე გულის შეტევით გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილ გიო მგელაძეს მხოლოდ მცირეწლოვანი შვილი ლუკა და უნარშეზღუდული და დარჩა , რომელსაც თვითონ უვლის.
P.S. ნინია კაკაბაძე ვის ცოდვებზე და ცხოვრებაზე ლაპარაკობ?! ეს დიდი ტრაგედია რაც იმ ერთ ოჯახს თავს დაატეხე მუხლისჩოქებით უნდა დადიოდე და ღმერთს შენდობას თხოვდე, შენ კი ამაზრზენო, პატრიარქის კრიტიკით ხარ დაკავებული, ცდილობ ჩირქი მოცხო სარწუნოებას, რომლის გულისთვისაც ქრისტიანული სამყარო დღემდე საკუთარი სისხლის ფასად ღვთის სიყვარულითა და შემწეობით ჩვენამდე მოიტანა.”