ნაუმი გაფრინდაშვილი: ქ-ნი ხიდაშელი შვილებს უნერგავს სამშობლოსადმი ზიზღს

“თავისუფალი თაობის” წევრის
ნაუმი გაფრინდაშვილის განცხადება

“მოგესალმებით ბატონო პრემიერო, გამოვხატავ თქვენს მიმართ პატივისცემას და მინდა მომგმართოთ იმ კითხვით, რომლის პასუხი და შემდგომი რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თავდაცვის გაძლიერებისა და რეალური სამომავლო სწორი გზისთვის. რაც შეეხება კითხვას ვციტირებ: „ერთი სული მაქვს როდის მოვაშორებ ამ საქაჯეთს შვილებს და ამერიკაში გავგზავნი“
ეს პატარა ვაჟკაცები რომლებიც სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე უნდა იდგნენ. ქ-ნი ხიდაშელი შვილებს უნერგავს სამშობლოსადმი ზიზღს.
არის თუ არა მისი ადგილი ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, რამდენად მისაღებია თქვენთვის ასეთი ქალბატონის თავდაცვის მინისტრად ყოფნა?
დარწმუნებული ვარ ამ კითხვას თავს არ აარიდებთ და თქვენს პოზიციას დააფიქსირებთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.” -წერს ნაუმი გაფრინდაშვილი

Comments
Loading...