NDI – გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური ქალებისთვისაც სავალდებულო უნდა იყოს

NDI-ის გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს. ხოლო, 18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო.

კითხვაზე – ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოში სამხედრო კარიერას ირჩევენ, რადგან ჯარისკაცებს სტაბილური შემოსავალი აქვთ, გამოკითხულთა 88% აცხადებს, რომ ეთანხმება, გამოკითულთა 7% კი ამბობს, რომ არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ საქართველოში ხალხი სამხედრო კარიერას იმიტომ ირჩევს, რომ მათ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, 16% აღნიშნულ შეფასებას არ ეთანხმება.

]გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ სამხედრო კარიერას იმისთვის ირჩევენ, რომ მათ საკუთარი ქვეყნის დაცვა უნდათ, 31% კი ამას არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 57% სამხედრო კარიერის არჩევის საფუძვლად ასახელებს იმას, რომ მათ მოსწონთ სამხედრო სფერო, 32% კი აღნიშნულს არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ სამხედრო კარიერას საქართველოში ირჩევენ, რადგან სამხედრო სამსახური პრესტიჟულია, 41% კი ფიქრობს, რომ ასე არ არის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.

Comments
Loading...