NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36%-სთვის საქართველო საერთოდ არ იცვლება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საქართველო საერთოდ არ იცვლება.
კითხვაზე – როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, გამოკითხულთა 36% პასუხობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 32%-სთვის ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო მოსახლეობის 27% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.
კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 3,141 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.