ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო 16 იანვარს, სასტუმრო “რუმსში”, 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარადგენს.
ორგანიზაციის ინფორმაციით,პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ქალების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული მიგნებები.
NDI აცხადებს, რომ “კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდ, საქართველოს მასშტაბით, (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო”.